ფეხბურთი

21:58 | 3.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

გოჩოლეიშვილი თადარიგში, აზაროვი მხოლოდ ერთი ტაიმი: "შახტარი" თასის ფინალშია

დონეცკის „შახტარი“ უკრაინის თასის ფინალში გავიდა. მარინო პუშიჩის გუნდმა ნახევარფინალში ოდესის „ჩერნომორეცი“ ადვილად, 4:1 დაამარცხა.

ირაკლი აზაროვი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის დასაწყისშივე ყვითელი ბარათი მიიღო, შესვენებაზე კი, ის შეცვალეს. არ უთამაშია გიორგი გოჩოლეიშვილს, რომელიც თადარიგში დარჩა. ზოგადად, დონეცკელთა ქართველ ლეგიონერებს დიდი სათამაშო დრო ბოლო პერიოდში არ აქვთ.

„შახტარი“ უკრაინის თასის ფინალში „ჟიტომირსა“ და „ვორსკლას“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

0.141843