ფეხბურთი

19:53 | 3.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

Tuttomercatoweb: კვარასთან კონტრაქტის განახლებას ხელი შეიძლება პრემიერლიგიდან ინტერესმა შეუშალოს

იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb-ი წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტებს იქამდე, სანამ „ნაპოლისთან“ კონტრაქტის განახლებას დათანხმდებიან, სურთ ინგლისური კლუბების ინტერესის სერიოზულობა შეამოწმონ.

ცნობილი გამოცემა იტყობინება, რომ შეიძლება აურელიო დე ლაურენტისის მიერ შეთავაზებული 3 მილიონი ევროს ხელფასი საკმარისი არ იყოს.

„ნაპოლის“ პრიორიტეტი ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნებაა, რომლის მიმართ ნახევარი ევროპა ინტერესდება. კონტრაქტის განახლებამდე მის აგენტებს სურთ გაიგონ რა დონეზეა ინტერესი ინგლისის პრემიერლიგის კლუბებიდან. დე ლაურენტისი რისკავს, რადგან სეზონში შეთავაზებული 3 მილიონი ევრო მომდევნო 4 წლის განმავლობაში, შეიძლება საკმარისი არ იყოს“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და ამჟამად 1.2 მილიონი ევროს ხელფასით კლუბში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118022