ფეხბურთი

15:14 | 3.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "კინს არ ვეთანხმები, მიკვირს ყოფილი ფეხბურთელებისგან კრიტიკა"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ როი კინს უპასუხა. ირლანდიელმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ერლინგ ჰოლანდი მეოთხე დივიზიონის დონის ფეხბურთელია.

ესპანელი კინს არ დაეთანხმა და პასუხი გასცა:

„მას აბსოლუტურად არ ვეთანხმები. ჰოლანდი მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია და ის დაგვეხმარა იმის მოგებაში, რაც გასულ სეზონში მოვიგეთ. თუ „არსენალთან“ ბევრი მომენტი არ გვქონია, პრობლემა სხვაგან უნდა ვეძებოთ. ჩვენ გვჭირდება მეტი მოთამაშე მეტოქის ნახევარზე.

მიკვირს, რომ გარკვეული კრიტიკა ყოფილი ფეხბურთელებისგან მოდის. მესმის, რომ ეს იყოს ჟურნალისტებისგან, რომლებიც მოედანზე არასდროს ყოფილან, მაგრამ მიკვირს, როცა ყოფილი ფეხბურთელები რაღაცებს ამბობენ. ყოფილი ფეხბურთელების მეხსიერება მოკლეა. მათაც ჰქონდათ გარკვეული პრობლემები წარსულში და სტკიოდათ, როცა მათ აკრიტიკებდნენ ყოფილი ფეხბურთელები. არ ვიცი, რა იქნება მომავალში, მაგრამ როცა სამწვრთნელო კარიერას დავასრულებ, ჩემს კოლეგებს არ გავაკრიტიკებ“, - თქვა გვარდიოლამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.313117