კალათბურთი

10:59 | 3.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა - იოკიჩმა 42 ქულა ჩააგდო (+VIDEO)

ზედიზედ მე-2 მატჩია სანდრო მამუკელაშვილს სოლიდურ სატამაშო დროს აძლევენ და ქართველი ფორვარდიც საკუთარ შესაძლებლობებს წარმოაჩენს. 2 დღის წინ "გოლდენ სტეიტთან" შესრულებული ორმაგი დუბლის შემდეგ სანდროს იგივე შედეგის გამეორებამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა. ეს მოხდა დენვერში გამართულ შეხვედრაში, რომელიც "სან ანტონიომ" ბრძოლაში – 105:110 დათმო.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. მან პარკეტზე 24 წუთი გაატარა, რა დროშიც: 10 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. სანდრომ 8-დან 3 სროლა გამოიყენა, რომელთაგანაც 4-დან ორი სამქულიანი, 4-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

"სან ანტონიოში" საუკეთესო ვიქტორ ვემბანიამა იყო, რომელსაც ოთხმაგ დუბლამდე ძალიან ცოტა დააკლდა: 23 ქულა, 15 მოხსნა, 8 პასი, 9 დაფარება. "დენვერის" შემადგენლობაში კი 42 ქულითა და 16 მოხსნით ტრადიციულად ნიკოლა იოკიჩი გამოირჩა.

მომდევნო მატჩს მამუიკელაშვილის გუნდი 6 აპრილს, ნიუ ორლეანში, "პელიკანსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.130789