ფეხბურთი

0:10 | 3.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს ჰეთ-თრიქი საუდი პრო ლიგაში (+VIDEO)

საუდი პრო ლიგის 26-ე ტურში „ალ-ნასრმა“ სტუმრად „აბა“ 8:0 გაანადგურა, კრიშტიანუ რონალდუმ კი ჰეთ-თრიქი შეასრულა.

პორტუგალიელმა მეტოქის კარი სამჯერ პირველივე ტაიმში დალაშქრა, ორჯერ მან გოლი ჯარიმით გაიტანა. გარდა ამისა, კრიშტიანუმ ორი საგოლე პასიც მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ყველაფერი პირველ ტაიმში მოასწრო, რადგან შესვენების შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა.

„ალ-ნასრი“ საუდი პრო ლიგაში 62 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ალ-ჰილალს“ კი 12 ქულით ჩამორჩება. რონალდუ 29 ქულით ლიდერობს ბომბარდირთა დავას და ალექსანდრ მიტროვიჩს 7 გოლით უსწრებს.

„ალ-ჰილალმა“ ამ ტურში 3:0 აჯობა სოლომონ კვირკველიას „ალ-ოხდუდს“, ქართველმა მცველმა 90 წუთი ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116885