„ალ-ნასრის“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს საწოლი, რომელშიც მას სლოვენიაში ყოფნის დროს ეძინა, აუქციონზე იყიდება.
Grand Plaza Hotel-ის ხელმძღვანელობამ ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. აუქციონიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება ქველმოქმედებას.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრებმა სლოვენიაში ადგილობრივ ნაკრებთან ამხანაგური მატჩი ჩაატარა და 0:2 დამარცხდა.