ფეხბურთი

21:06 | 2.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის მარტის სიმბოლურში

„ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის მარტის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ქართველი კარის დარაჯი სტატისტიკის ვებგვერდმა Whoscored-მა გამოარჩია და მას საშუალო შეფასებად 7.6 ქულა ერგო. მარტში გიორგიმ „ვალენსიას“ რიგებში 4 მატჩი ჩაატარა და ორჯერ კარი მშრალად შეინახა.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 29 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, კარი მშრალად 10-ჯერ შეინახა და 32 გოლი გაუშვა. „ღამურები“ მომდევნო შეხვედრას „გრანადასთან“ გამართავენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124774