„ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა 2023/2024 წლების სეზონში ლევერკუზენის „ბაიერის“ გერმანიის ჩემპიონობის შანსებზე ისაუბრა.
„ჩვენ უნდა მივულოცოთ მათ. შესაძლოა ეს იყო ბოლო მნიშვნელოვანი ნაბიჯი („ჰოფენჰაიმთან“ გამარჯვება და „ბაიერნთან“ უპირატესობის 13 ქულამდე გაზრდა) ტიტულისაკენ სწრაფვაში“, - ციტირებს ტვიტერზე Bayern & Germany ებერლის სიტყვებს.
ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 27 ტურის შემდეგ „ბაიერი“ ჩაბი ალონსოს ხელმძღვანელობით 73 ქულით სატურნირო ცხრილში ლიდერობს.
„ბაიერნი“ მეორე ადგილზეა. მიუნხენურ კლუბს 60 ქულა აქვს. 27-ე ტურის მატჩში თომას ტუხელის გუნდი დორტმუნდის „ბორუსიასთან“ დამარცხდა (0:2), „ბაიერმა“ კი „ჰოფენჰაიმი“ (2:1) დაამარცხა.