კალათბურთი

10:28 | 1.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი ლიგა ენდესაში მარტის MVP გახდა (+VIDEO)

„ლენოვო ტენერიფესა“ და საქართველოს ნაკრების კალათბურთელი გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატში მარტის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ქართველი ცენტრის საშუალო მარგი ქმედების კოეფიციენტი მარტში 22 გამოდგა, რაც საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა. გიორგი მიმდინარე სეზონში მეორედ გახდა თვის MVP, კარიერაში კი მე-13-ედ, რაც რეკორდია, რომელსაც აქამდეც ფლობდა, ახლა კი, თავისივე შედეგი გააუმჯობესა.

მარტში „ტენერიფემ“ 5-დან 4 მატჩი მოიგო, ხოლო შერმადინი საშუალოდ 13.8 ქულას, 5.4 მოხსნას, 1.2 პასს და 2 დაფარებას აგროვებდა. გიორგიმ გასულ თვეში 31-დან 24 ორქულიანი და 23-დან 21 საჯარიმო ჩააგდო.

„ლენოვო ტენერიფე“ 17 მოგებით და 10 წაგებით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 7 აპრილს, „ჟირონას“ უმასპინძლებს.

0.117626