ამერიკული MLS-ის მე-5 ტურში „ატლანტა იუნაიტედმა“ „ჩიკაგო ფაირი“ 3:0 დაამარცხა, საბა ლობჟანიძემ კი საგოლე პასით შეძლო თავის გამოჩენა.
ქართველმა ფეხბურთელმა მარცხენა ფლანგიდან შესანიშნავი პასი გაუკეთა გეორგიოს იაკუმაკისს, რომელმაც ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა. ეს, ის იაკუმაკისია, რომელმაც საქართველო-საბერძნეთის მატჩში გადამწყვეტი პენალტი ააცილა.
საბა მეორე გოლშიც მონაწილეობდა, ე.წ. პრეასისტი ჰქონდა, როდესაც მასპინძლებმა 65-ე წუთზე სხვაობა ორამდე გაზარდეს. ლობჟანიძეს მიმდინარე სეზონში 1 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს აქტივში.
„ატლანტა იუნაიტედი“ 5 თამაშში მოპოვებული 9 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 7 აპრილს, „ნიუ იორკ სიტის“ ესტუმრება.