ინგლისის პრემიერლიგის 29-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „მანჩესტერ სიტიმ“ „არსენალს“ უმასპინძლა.
ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდებს შორის დაპირისპირების გამო ინტერესი დიდი იყო, მაგრამ მოედანზე ნაჩვენები თამაში არც ისე საინტერესო გამოვიდა. პრაქტიკულად არ შექმნილა რეალური საგოლე მომენტი და სრულიად ლოგიკურად მატჩი 0:0 დასრულდა.
ეს ფრე ყველაზე მეტად „ლივერპულს“ აძლევდა ხელს, რომელიც პრემიერლიგას 67 ქულით ლიდერობს და ახლა 2 ქულით უსწრებს „არსენალს“, ხოლო „მანჩესტერ სიტის“ - სამით.