კალათბურთი

13:40 | 31.03.2024 | ნანახია 0 - ჯერ

გოგა ბითაძის 4 ქულა და "ორლანდოს" მოგება "მემფისთან"

NBA-ში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „მემფის გრიზლი“ დამაჯერებლად 118:88 დაამარცხა.

ქართველ ცენტრს ამჯერად მიეცა თამაშის შესაძლებლობა, მართალია მხოლოდ 9 წუთით, მაგრამ თავის გამოჩენა 4 ქულით და 4 მოხსნით მაინც მოასწრო. გოგამ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო.

„ორლანდომ“ ზედიზედ 3 წაგების შემდეგ მოახერხა გამარჯვების მოპოვება და აღმოსავლეთ კონფერენციაში 43 მოგებით და 31 წაგებით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 2 აპრილს, „პორტლენდთან“ ჩაატარებს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:48 | 28.03.2024
luka08 (622)

რა ათუკა , ამხელა კაცია . ავთანდილია ბიჭი და რატომ აათუკებთ ?

0.066423