ფეხბურთი

22:38 | 30.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

„დინამომ“ ქულები ისევ დაკარგა

შაბათს ეროვნული ლიგის მე-5 ტურის ბოლო ორი შეხვედრა გაიმართა. თბილისის „დინამომ“ „სამტრედიას“ უმსასპინძლა და მარცხს ძლივს გადაურჩა.

ანგარიში 46-ე წუთზე სტუმარმა ომრან ჰაიდარმა გახსნა. სამტრედიელები კარგა ხანს იგებდნენ, მაგრამ ბოლოსკენ ანდრეს კარასკოს შეგირდებმა მაინც იყოჩაღეს: 89-ე წუთზე ლიეტუველმა დანიელ რომანოვსკმ გათანაბრა 1:1.

დღის გვიან მატჩში კი „გაგრა“ და „სამგურალი“ ერთმანეთს მშვიდობით დაშორდნენ - 0:0.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 29 მარტს „ბათუმმა“ „ტორპედოს“ პრინციპული თამაში მოუტრიალა, 3:2 დაამარცხა და ჯერჯერობით ასპროცენტიანი შედეგით ლიდერობს - 5-დან 5 გამარჯვებით.

მეორე ადგილზე 12-ქულიანი „დილაა,“ რომელმაც უშუალო კონკურენტი „იბერია“ 3:1 დაამარცხა. „იბერია“ 10 ქულით მესამეა. 8-ქულიანი „კოლხეთი“ მეოთზეა, „დინამომ“ კი 7 ქულა მოაგროვა და მე-5 ადგილზე დგას.

0.101979