ფეხბურთი

18:30 | 30.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

კალცონა: "ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ძალიან გაგვიჭირდება"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ „ატალანტასთან“ მატჩის (0:3) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება მის გუნდს ძალიან გაუჭირდება.

„ძალიან ცუდი დამოკიდებულებით ვითამაშეთ. რა თქმა უნდა, „ატალანტას“ დიდი დამსახურება აქვს გამარჯვებაში, მაგრამ ბევრი რამ ჩვენი ნაკლის დამსახურებაა. უფრო მეტი სიმყარით უნდა ვითამაშოთ. ჩემპიონთა ლიგის ზონა შორსაა, გულწრფელები უნდა ვიყოთ, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი ძალიან მცირეა. თუმცა, სეზონის დასრულებამდე კიდევ დარჩა დრო და კონცენტრაცია დარჩენილ შეხვედრებზე უნდა მოვახდინოთ“, - თქვა კალცონამ.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ 45 ქულით მეშვიდე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის ზონას კი 9 ქულით ჩამორჩება, თან თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული. „აძური“ მომდევნო ტურში 7 აპრილს, სტუმრად „მონცას“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114677