ძიუდო

15:00 | 30.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

უმედლო დღე ანტალიის გრანდ სლემზე

ანტალიის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს სამმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა, მაგრამ მედლისთვის ბრძოლა ვერცერთმა მოახერხა.

81 კგ წონით კატეგორიაში ზაურ დვალაშვილმა პირველ წრეში სერბ ისლამ სოგენოვთან მოიგო, მაგრამ მეორე წრეში ვედათ ალბაირაქთან წააგო და უმედლოდ დარჩა. ამავე წონაში დიმიტრი გოჩილაიძემ საუდის არაბეთის წარმომადგენელი აბდულელა ალბალი და უკრაინელი ვლადისლავ კოლობოვი დაამარცხა, მაგრამ შემდეგ იტალიელ ანტონიო ესპოზიტოსთან მარცხი განიცადა და მედლისთვის ბრძოლა შეწყვიტა.

ქალთა შორის, 70 კგ წონით კატეგორიაში ნინო გულბანმა ტაიპეის წარმომადგენელი იუ-იუნ ლიაო და ირლანდიელი რაშელ ჰოუკსი დაამარცხა, მაგრამ რუს მადინა ტაიმაზოვასთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ანტალიის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით გამოდის და ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ უმედლოდაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124724