ფეხბურთი

18:28 | 29.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩაბი ალონსო: "ლევერკუზენში" ვრჩები, ჩემი საქმე აქ არ დასრულებულა"

ჩაბი ალონსო „ლევერკუზენს“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ არ დატოვებს. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა თქვა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ კლუბში მომდევნო სეზონშიც დარჩეს.

„ჩემს მომავალთან დაკავშირებით ბევრი ვარაუდი იყო. სანაკრებო პაუზა გამოვიყენე უკეთესად დასაფიქრებლად. გასულ კვირას მქონდა შეხვედრა კლუბის ხელმძღვანელობასთან, ვაცნობე ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, რომ გავაგრძელო მუშაობა „ლევერკუზენში“. მჯერა, რომ ამ ეტაპზე ეს ჩემთვის შესაფერისი ადგილია. მადლობა უნდა გადავუხადო კლუბს და ფანებს, რომლებიც ყოველთვის მხარში მიდგანან და ჩემს თანამშრომლებს, რომლებიც ყოველდღიურად მეხმარებიან კარგად მუშაობაში. ასევე ფეხბურთელებს ერთგულებისთვის. ჩემი საქმე აქ არ დასრულებულა“, - თქვა ალონსომ.

შეგახსენებთ, რომ „ლევერკუზენი“ ბუნდესლიგას 10-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, პარალელურად, ევროპა ლიგის მეოთხედფინალში და გერმანიის თასის ნახევარფინალშია.

ესპანელ სპეციალისტს არაერთ გრანდს უკავშირებდნენ, ყველაზე ხშირად "ლივერპულსა" და მიუნხენის "ბაიერნს".

0.116862