ფეხბურთი

18:45 | 28.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

"შტურმში" ოთარ კიტეიშვილის მომავალი ღიაა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონის ბოლოს შეიძლება „შტურმი“ დატოვოს.

28 წლის ფეხბურთელს ავსტრიელებთან კონტრაქტი ზუსტად 3 თვეში ეწურება და ჯერჯერობით, არ არის ცნობილი გაფორმდება თუ არა, მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულება.

Krone-ს ცნობით, „შტურმში" ოთარ კიტეიშვილის მომავალი ჯერ კიდევ ღიაა და სპორტულ დირექტორ ანდრეას შიკერს კიტეიშვილის დაჩქარება არ სურს, მაგრამ ამავდროულად მის გადაწყვეტილებას ივლისამდე ვერ დაელოდება. აღსანიშნავია, რომ კიტე ევრო 2024-ზე ითამაშებს და 1-ლი ივლისიდან შეიძლება თავისუფალი აგენტის სტატუსით იყოს.

მიმდინარე სეზონში ოთარ კიტეიშვილმა „შტურმში“ ჩატარებულ 31 მატჩში 6 გოლი გაიტანა, 7-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.

0.115209