ფეხბურთი

11:50 | 28.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულის“ ყოფილი მცველი ჯონსონი: „ვიღაცამ უნდა მიიღოს დარტყმა და შეცვალოს კლოპი“

„ლივერპულის“ ყოფილი ფეხბურთელი გლენ ჯონსონი მიიჩნევს, რომ იურგენ კლოპის შემდეგ მერსისაიდში მისულ მწვრთნელს სერიოზული ზეწოლა მოუწევს.

„ვიღაც უნდა მოვიდეს იურგენ კლოპის შემცვლელად და პირველმა მიიღოს დარტყმა. ვიცი, რომ საშინლად და სასტიკად ჟღერს, მაგრამ შანსი არ არსებობს, ვინც მოვა, იურგენზე უკეთესი იყოს. საუკეთესო, რაც ამ კაცს შეუძლია კლოპის ღირსი გახდეს და აქედან დაწყება უკიდურესად რთულია“, - ციტირებს ჯონსონის სიტყვებს ბრიტანული ონლაინ გამოცემა Liverpool Echo.

შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპი „ლივერპულს“ ამ სეზონის ბოლოს დატოვებს. გერმანელი სპეციალისტი მერსისაიდურ კლუბში 2015 წლის ოქტომბრიდან მუშაობს. „წითელებთან“ ერთად მან მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა და სხვა თასები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101829