ფეხბურთი

10:23 | 28.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი შეიძლება დარჩეს „ბარსელონაში,“ მაგრამ სხვა პოზიცია დაიკავოს

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ჩავი შესაძლოა კლუბში დარჩეს, მაგრამ სხვა პოზიციაზე გადავიდეს - გვამცნობს Marca Catalunya Ràdio.

მანამდე ჩავიმ განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს დატოვებდა „ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტს, იმ მოტივით, რომ კლუბს განვითარების ახალი ვექტორი სჭირდება. ამასთან, კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ იმედი გამოთქვა, რომ სპეციალისტი გადაწყვეტილებას შეცვლის.

ჩავი კატალონიელებს 2021 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობს. ამ დროისთვის, კლუბის სათავეში ჩავიმ ორი თასი მოიგო: 2022/2023 წლების სეზონში ესპანეთის ჩემპიონატი და იმავე წელს ესპანეთის სუპერთასი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109667