საქართველოს ნაკრების ექიმმა დავით ხარაბაძემ "მთავარ არხთან" ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას ტრავმების შესახებ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, კვარაცხელიას მხოლოდ დაჭიმულობა აღენიშნებოდა და სერიოზული არაფერია, ეს უბრალოდ გადაღლილობის შედეგი იყო.
მეორე მხრივ, შენგელიას ტრავმა დადასტურდა და მცირე მოტეხილობაც აღენიშნება. როგორც ხარაბაძემ თქვა, ლევანი მოედანზე რამდენიმე კვირაში დაბრუნდება, ასე რომ, ძალიან სერიოზულ ტრავმასთან საქმე არ გვაქვს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და ევრო 2024-ზე F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს.