ფეხბურთი

22:49 | 27.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაია: "საქართველოს ნაკრებმა დიდი ხნის ოცნება აგვისრულა"

კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გასვლას გამოეხმაურა. ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

„უბედნიერესი დღე დაგვიდგა და მიხარია, რომ ამ გუნდმა, ასე ერთიანად, სულით და გულით, ჩვენი დიდი ხნის ოცნება აგვისრულა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ წარმატებისთვის იშრომა, მადლობა მთელ გუნდს, რომელმაც შეძლო ის, რაც ჩვენმა თაობამ ვერ მოახერხა. ალბათ გუშინ არავის ეძინა და ყველა ზეიმობდა. მინდა, ასეთი ერთიანი და გახარებული საქართველო კიდევ ბევრჯერ ვნახოთ. საქართველო ევროპაზეა“, - დაწერა ქეცბაიამ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდში), ჩეხეთის (22 ივნისი, ჰამბურგში) და პორტუგალიის ნაკრებები (26 ივნისი, გელზენკირხენში) იქნებიან.

0.114779