„ინტერ მაიამის“ ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ კარიერის დასრულებაზე ისაუბრა. როგორც არგენტინელმა აღნიშნა, როცა იგრძნობს, რომ გუნდისთვის სასარგებლო აღარ არის, ფეხბურთის თამაშსაც თავს მაშინ დაანებებს.
„ვიცი, რომ ვიგრძნობ, მივხვდები, როცა აღარ ვიქნები სასარგებლო ჩემი გუნდისთვის. ძალიან თვითკრიტიკული ვარ, ვიცი, როდის ვარ კარგად, როდის ცუდად, როდის ვთამაშობ კარგად და როდის ცუდად. თუ კარგად ვიქნებით, ეცდები გავაგრძელო კარიერა, რადგან ფეხბურთის თამაში მიყვარს. როცა ვიგრძნობ, რომ ამ ნაბიჯის გადადგმის დროა, კარიერას დავასრულებ. დღესაც კი საკუთარ თავს ვუფრთხილდები, ვისვენებ და სწორად ვიკვებები. ამას წლების განმავლობაში უფრო მეტად ვაქცევ ყურადღებას, რადგან ფეხბურთი ახლა უფრო ფიზიკურია და მეტი თამაშის ჩატარებაც გვიწევს. არ მაქვს განსაკუთრებული რუტინა, უბრალოდ პროფესიონალი ფეხბურთელის კლასიკური რუტინა.
2026 წლის მუნდიალი? დრო გვიჩვენებს ვითამაშებ თუ არა. რეალობა ისაა, რომ იმ დროს ისეთ ასაკში ვიქნები, როცა წესით, მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში შეუძლებელია“, - თქვა მესიმ.