უმცროსმა ბორჯღალოსნებმა იტალიაში გასამართ ექვსი ერის 18-წლამდელთა ფესტივალამდე საფრანგეთში, ‘ლიონის’ თანატოლთა გუნდთან ბოლო საკონტროლო მატჩი გამართეს და მეტოქე 36:7 დაამარცხეს.
‘ლიონმა’ საქართველოს სათანადოდ უმასპინძლა და მატჩიც ‘ლიონის’ პირველი გუნდის საშინაო არენაზე, „სტად მატმუტზე“ შედგა, მაგრამ წვიმამ გუნდებს ტექნიკისა და ტაქტიკური მონახაზების სათანადოდ გამოყენების შესაძლებლობა არ მისცა. მიუხედავად ამისა, საქართველო სრულ უპირატესობას ფლობდა, ტაიმებში 3-3 ლელო გაიტანა და 36:7 გაიმარჯვა.
„გუნდის სახელით საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს და მთელ საქართველოს ვულოცავ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას. ჩვენი თამაშების დაწყების დრო ერთმანეთს დაემთხვა, თუმცა გადამწყვეტ მომენტს ყველამ ერთად ვუყურეთ და ძალიან გავიხარეთ“ – განაცხადა უმცროსი ბორჯღალოსნების მწვრთნელმა პაატა მაისურაძემ:
„რაც შეეხება თამაშს, ამინდმა გეგმების განხორციელებაში ხელი შეგვიშალა. წვიმის ფონზე ბევრი იყო ტექნიკური წუნი და ხაზში უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ. მოცემულობიდან გამომდინარე აქცენტი კონტაქტის არეზე გაკეთდა, რაშიც დომინანტები ვიყავით და მოლით არაერთი ლელო გავიტანეთ. კარგად ვიმუშავეთ დაცვაში და მხოლოდ ერთი ლელო გავუშვით. გამოწვევა იყო ახალი წესები, რის შესახებაც დეტალური ინფორმაცია ბოლო მომენტში მივიღეთ და ეს თამაში ადაპტაციისთვისაც კარგი იყო“.
ლიონი. სტად მატმუტი. ამხანაგური მატჩი (U 18)
ლიონი – საქართველო 7:36 (7:17)
საქართველო:
ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 14. გიგა ყიფშიძე (ხვამლი), 13. იოანე ბასილაია (ლელო), 12. დავით ბარბაქაძე (არმია), 11. დათა ახვლედიანი (ლელო), 10. გიგი სირბილაძე (ლელო), 9. თემურ ძოძუაშვილი (აია);
შერკინება: 1. ლევან ეზიეშვილი (კლერმონი), 2. ანრი შველიძე (ბრივი), 3. ნიკა კუმარიტოვი (ლოკომოტივი), 4. დავით ბარამია (ლელო), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი), 6. ლუკა გაბუნია (აია), 7. ლუკა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი (ლელო).
მარქაფა: 16. დავით არჩვაძე (ლელო), 17. გიორგი ტურაშვილი (ისფვიჩი), 18. იკა კვარაცხელია (ლელო), 19. გიორგი მეფარიშვილი (აია), 20. თორნიკე ტორაძე (აია), 21. დავით წიკლაური (ხვამლი), 22. ლუკა თვაური (ხვამლი), 23. საბა შარვაშიძე (აია), 24. ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), 25. გიორგი არძენაძე (ჩაქვი), 26. არჩილ ნოზაძე (ყოჩები).
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი
მწვრთნელები: პაატა მაისურაძე, მიხეილ სუჯაშვილი
6 ლელო: შველიძე, ეზიაშვილი, არჩვაძე (3), კუმარიტოვი
3 გარდასახვა: წიკლაური, სირბილაძე (2)
RUGBY.GE