ფეხბურთი

19:05 | 27.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

მინიმუმ 9 მილიონი: ევრო 2024-ზე მონაწილეობა ფინანსურადაც მნიშვნელოვანია

საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. გარდა სპორტული კუთხისა, ეს ფინანსურადაც მომგებიანი იქნება ქართული ფეხბურთისთვის.

უეფამ საპრიზო ფონდი ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს დაამტკიცა, რომლის მიხედვით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 9.25 მილიონი ევრო ერგება. ეს არის მინიმალური თანხა, რომელსაც ევრო 2024-ის მონაწილე 24-ვე ნაკრები მიიღებს. ამას დაემატება თანხა ტურნირზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით.

მონაწილეობის საფასური: 9.25 მილიონი ევრო

მატჩის ბონუსი: 1 მილიონი ევრო გამარჯვებაზე, ნახევარი მილიონი ევრო ფრეზე

მერვედფინალში გასვლის ბონუსი: 1.5 მილიონი ევრო

მეოთხედფინალში გასვლის ბონუსი: 2.5 მილიონი ევრო

ნახევარფინალში გასვლის ბონუსი: 4 მილიონი ევრო

ფინალისტის ბონუსი: 5 მილიონი ევრო

ევროპის ჩემპიონის ბონუსი: 8 მილიონი ევრო

მაქსიმალური თანხა, რომლის გამომუშავება ევროპის ჩემპიონს შეეძლება, თუ ჯგუფში სამივე მატჩს მოიგებს, არის 28.25 მილიონი ევრო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდში), ჩეხეთის (22 ივნისი, ჰამბურგში) და პორტუგალიის ნაკრებები (26 ივნისი, გელზენკირხენში) იქნებიან.

0.118644