საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გასვლას გამოეხმაურა.
"ვულოცავ, ჩვენი საქართველოს ფეხბურთის გუნდს, ევროპის ჩემპიონატზე ღირსშესანიშნავ კვალიფიკაციას! თქვენმა შრომამ, თავდადებამ და გამორჩეულმა გუნდურმა მუშაობამ, რასაც ათობით წელია საფუძველი ეყრება, შედეგი გამოიღო და კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს ქართული სული! მივესალმები თქვენს მიღწევას და გისურვებთ ბევრ მომავალ წარმატებას, რათა კვლავ მრავალჯერ წარადგინოთ ჩვენი სამშობლო ევროპულ ასპარეზზე!“, - დაწერა შენგელიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდში), ჩეხეთის (22 ივნისი, ჰამბურგში) და პორტუგალიის ნაკრებები (26 ივნისი, გელზენკირხენში) იქნებიან.