ფეხბურთი

16:20 | 27.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი: "საქართველოსთან მატჩშიც მთავარი ეს იქნება"

ჩეხეთის ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეა, ამხანაგურ მატჩში სომხეთი 2:1 დაამარცხა. თამაშის შემდეგ კომენტარი ჩეხების მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა გააკეთა და საქართველოს ნაკრებიც ახსენა.

„ამ შეკრებაზე გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავდა. საკმაოდ ნელ ტემპში ვითამაშეთ, ვერტიკალური პასები გვიჭირდა, დაცვაშიც უკეთ თამაში შეგვეძლო. მაგრამ ამ გუნდს აქვს გული და ხასიათი, ეს ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია. მთელი გუნდის თამაში უფრო დაფუძნებული იყო გამარჯვებისკენ სწრაფვაზე, ვიდრე ლამაზ ფეხბურთზე და ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსთანაც ასე იქნება“, - თქვა ჰაშეკმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდში), ჩეხეთის (22 ივნისი, ჰამბურგში) და პორტუგალიის ნაკრებები (26 ივნისი, გელზენკირხენში) იქნებიან.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ჩეხეთს არასდროს შეხვედრია, მაგრამ 2024 წელს ისინი სამჯერ შეხვდებიან ერთმანეთს - ჯერ ევრო 2024-ზე, მერე კი ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფში ორჯერ.

0.11707