ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი ოფის ფინალში უელსის ნაკრებმა პოლონეთისას უმასპინძლა და პენალტების სერიაში 4:5 დამარცხდა. ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ 0:0 დასრულდა.
პოლონელებმა ხუთივე პენალტი ზუტად დაარტყეს, უელსელთაგან კი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, დენიელ ჯეიმსმა ვერ გაიტანა, მეკარე ვოიცეხ შჩესნიმ აჯობა.
ამრიგად, პოლონეთის ნაკრები ევრო 2024-ის ბოლო ფინალისტი გახდა.