ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი ოფის ფინალში უკრაინის ნაკრებმა ისლანდიისას 2:1 მოუგო და ევრო 2024-ის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.
თავიდან სტუმრები დაწინაურდნენ. ნახევარი საათის თავზე ალბერტ გუდმუნდსონმა გაიტანა.
მეორე ტაიმში მასპინძლებმა იძალეს. ჯერ ვიკტორ ციგანკოვმა გაათანაბრა, შემდეგ კი „ჩელსის“ ფორვარდმა, მიხაილო მუდრიკმა გამარჯვების გაიტანა.