ფეხბურთი

21:48 | 26.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

დეკლან რაისი ინგლისის ნაკრებს პირველად უკაპიტნებს

ინგლისის ნაკრებისა და „არსენალის“ ნახევარმცველი დეკლან რაისი თავისი გუნდის კაპიტანი იქნება ბელგიასთან ამხანაგურ მატჩში, რომელიც დღეს, 26 მარტს გაიმართება. ეს შეხვედრა ასევე ინგლისელის საიუბილეო (50-ე) თამაში გახლავთ ეროვნულ ნაკრებში.

„დეკლანი კაპიტანი იქნება. ეს მისი 50-ე მატჩია ეროვნულ ნაკრებში. მან უკვე დააგროვა კარგი გამოცდილება და ამ კუთხითაც ვაფასებ. აქ გვყავს რამდენიმე უფროსი ფეხბურთელი, მაგრამ ზოგიერთმა ახალგაზრდამ უკვე გამოიჩინა ლიდერობა და უფლება აქვს, ცოტათი უხელმძღვანელოს ზოგიერთ უფროს მოთამაშეს და მთლიანად გუნდს. მას აქვს ეს თვისებები,” - განუცხადა ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა Sky Sports-ს.

0.116289