საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა საქართველოსთან მატჩისთვის 23-კაციანი განაცხადი დაასახელა.
შედეგად, სამატჩო განაცხადში ოთხი ფეხბურთელი ვერ მოხვდა - ხრისტოს ციოლისი, მანოლის სალიაკასი, გეორგიოს ცაველასი და სოკრატის დიუდისი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და საბერძნეთის მატჩი 26 მარტს, 21:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში ავტომატურად მოხვდება, სადაც ასევე არიან პორტუგალიის, თურქეთის და ჩეხეთის ნაკრებები.