კალათბურთი

15:38 | 26.03.2024 | ნანახია 390 - ჯერ

ათუკა ბახტაძის დამაჯერებელი გამოსვლა ADIDAS NEXT GENERATION-ის ტურნირზე

ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე პერსპექტიულმა კალათბურთელმა, ათუკა ბახტაძემ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ახალგაზრდულ ტურნირში მიიღო მონაწილეობა და მიუხედავად იმისა, რომ ასაკით დიდებთან უწევდა ასპარეზობა, თავი გამოიჩინა. მოგეხსენებათ, ბახტაძე კაუნასის ჟალგირისში თამაშობს, რომელმაც დუბაიში გამართულ ADIDAS NEXT GENERATION-ის ტურნირში მოიღო მონაწილეობა . ჟალგირისმა ფინალში გააღწია, სადაც გერმანულ ულმთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა – 84:89.

ბახტაძეს ფინალში არ უთამაშია, თუმცა ფინალამდე სამივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ათუკას საუკეთესო მატჩი ვალენსიასთან ჰქონდა, სადაც 13 ქულა ჩააგდო. ქართველმა კალათბურთელმა ვირტუს ბოლონიასთან 4 ქულა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ ჟალგირისის ახალგაზრდულ გუნდში ათუკა ერთ-ერთი ყველაზე პატარაა და მას მომავალ წელსაც ექნება ამ ტურნირზე თავის გამოჩენის შანსი. ADIDAS NEXT GENERATION-ს ევროლიგა ატარებს და თავის დროზე ამ ტურნირზე ბევრი ვარსკვლავი აღმოუჩენიათ.

ADIDAS NEXT GENERATION ყველაზე მეტჯერ მადრიდის რეალს აქვს მოგებული. ესპანური გუნდი ამ ტურნირის 4-გზის ჩემპიონია. 2014-2015 წლების სეზონში ტურნირის MVP ლუკა დონჩიჩი გახდა.

GBF.GE


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:48 | 28.03.2024
luka08 (622)

რა ათუკა , ამხელა კაცია . ავთანდილია ბიჭი და რატომ აათუკებთ ?

0.127624