ფეხბურთი

13:40 | 26.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ფენერბაჰჩე" თურქეთის ჩემპიონატის დატოვებას აპირებს და ლა ლიგაში თამაში სურს

სტამბოლის „ფენერბაჰჩე“ თურქეთის ჩემპიონატის დატოვებას განიხილავს. ამის შესახებ თურქული მედია წერს.

„ფენერის“ ხელმძღვანელობამ 2 აპრილს სპეციალური კრება ჩანიშნა, სადაც იმსჯელებენ თურქეთის სუპერლიგიდან გასვლაზე. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სტამბოლელები ესპანეთის, საფრანგეთის, ნიდერლანდების ან ბელგიის ჩემპიონატში გაწევრიანებას განიხილავენ.

ინგლისის, გერმანიისა და იტალიის ჩემპიონატებში „ფენერის“ ჩართვა ამ ეტაპზე გამორიცხულია. თუმცა, არც ის არის ცნობილი, სხვა ქვეყნის ჩემპიონატს რა კრიტერიუმებით უნდა შეუერთდეს თურქული გუნდი.

„ფენერბაჰჩეს“ ხელმძღვანელობა უპრეცედენტო გადაწყვეტილების მიღებაზე მას შემდეგ ფიქრობს, რაც „ტრაბზონსპორის“ ფანები „ფენერბაჰჩეს“ ფეხბურთელებს მოედანზე თავს დაესხნენ.

თეგებიფენერბაჰჩე
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.136415