ფეხბურთი

21:40 | 25.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო-საბერძნეთის მატჩს 500-მდე ბერძენი გულშემატკივარი დაესწრება

საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩს სტუმარი გულშემატკივრებიც დაესწრებიან.

ბერძნული მედია წერდა, რომ საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ ამ მატჩისთვის 2 300 ბილეთამდე შეიძინა, მაგრამ როგორც ჩანს, ყველა ბილეთი ვერ გაყიდეს. ასევე ბერძნული მედია წერს, რომ „დინამო არენაზე“ მატჩს 500-მდე ბერძენი გულშემატკივარი დაესწრება. ცხადია, მათთვის ცალკე სექტორია გამოყოფილი.

ასევე, ბერძენი ჟურნალისტების ცნობით, ქართველმა გულშემატკივრებმა სცადეს ბერძნული მხარისგან ბილეთების შეძენა, რადგან მოთხოვნა ძალიან დიდია, მაგრამ საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ მათი მოთხოვნები უარყო და ყველაფერი გააკეთა, რომ სექტორში მხოლოდ ბერძენი ფანები ყოფილიყვნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და საბერძნეთის მატჩი 26 მარტს, 21:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში ავტომატურად მოხვდება, სადაც ასევე არიან პორტუგალიის, თურქეთის და ჩეხეთის ნაკრებები.

0.132459