ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელმა ვინისიუსმა ესპანეთის ნაკრებთან მატჩის წინ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ პრესკონფერენცია გამართა, სადაც იტირა.
ვინისიუსს საუბარი მოუწია რასისტულ შეურაცხყოფაზე, რის შედეგადაც ცრემლები ვერ შეიკავა:
„ბოდიში. უბრალოდ მინდა, ფეხბურთი ვითამაშო, ყველაფერი გავიღო ჩემი კლუბისთვის და ოჯახისთვის, არასდროს მინდა, რომ ფერადკანიანი ხალხის ტანჯვა ვნახო.
ესპანეთიდან წასვლაზე არასდროს მიფიქრა, რადგან ასე რასისტებს იმას მივცემდი, რაც მათ უნდათ, მაგრამ არ გავახარებ, არ დავტოვებ მსოფლიოს საუკეთესო კლუბს, ვიქნები მტკიცე და ძლიერი, რადგან პრეზიდენტი და კლუბი მხარს მიჭერენ“, - აღნიშნა ვინისიუსმა.
შეგახსენებთ, რომ ვინისიუსი ლა ლიგის მატჩების დროს მეტოქე გუნდების ფანებისგან რასისტული შეურაცხყოფის სამიზნე არაერთხელ გახდა.