ფეხბურთი

20:24 | 25.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი კვერნაძით "ბეშიქთაშის" სპორტული დირექტორი დაინტერესდა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი გიორგი კვერნაძე სტამბოლის „ბეშიქთაშს“ დაუკავშირეს.

როგორც თურქული მედია წერს, სტამბოლში, თურქეთისა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებების ამხანაგურ მატჩს „არწივების“ სპორტული დირექტორი ამეტ აიბაბა და მწვრთნელის ასისტენტი სერდარ ტოპრაკტეპე დაესწრნენ, რომელთა ყურადღება კვერნაძემ მიიქცია.

შედეგად, თურქული კლუბების წარმომადგენლებმა ქართველი შემტევის გვარი ჩაინიშნეს, რომელიც ფოთის „კოლხეთის“ საკუთრებაშია, მაგრამ იჯარით იტალიურ „ფროზინონეში“ ირიცხება, სადაც სათამაშო პრაქტიკა თითქმის არ აქვს.

გიორგი კვერნაძემ „ფროზინონეში“ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა, 5 სერია A-ში და 3 იტალიის თასზე, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ორჯერ იყო.

0.115768