ნიკოლოზ ბასილაშვილმა მურსიის ჩელენჯერის ფინალში გასვლის შედეგად ATP-ის რეიტინგში საგრძნობი წინსვლა განიცადა.
ქართველი ჩოგბურთელი ერთბაშად 501 პოზიციით დაწინაურდა და 1 086-ე ადგილიდან 585-ე ადგილამდე აღზევდა. მან მურსიაში საერთო ჯამში 113 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.
ბასილაშვილი ახლა ნეაპოლის ტურნირზე იასპარეზებს, სადაც ძირითადი ბადიდან ჩაერთვება.