ფეხბურთი

0:14 | 25.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კორღალიძე შეიძლება "შერიფის" მწვრთნელად დაინიშნოს

ტირასპოლის „შერიფის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლევან კორღალიძე განიხილება.

როგორც ყაზახი ჟურნალისტები წერენ, მოლდოვური კლუბი ახალ მწვრთნელს ეძებს და მათი ფავორიტი ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელი მაგომედ ადიევია, თუმცა, ალტერნატიული ვარიანტებიც აქვთ, რომელთა შორის კორღალიძე მოხვდა, რომელიც ახლა ყაზახურ „ჟენისში“ მუშაობს.

„შერიფის“ მწვრთნელობის კიდევ ერთი კანდიდატი ჩეხი სპეციალისტი პაველ ვრბაა. რაც შეეხება კორღალიძეს, ის საფეხბურთო კარიერის განმავლობაში „დაჩიაში“ თამაშობდა. გავრცელებული ცნობით, „შერიფის“ ხელმძღვანელობას „ჟენისის“ თამაში თურქულ შეკრებაზე მოეწონა და ამის შემდეგ გაჩნდა ქართველი სპეციალისტის ვარიანტი.

ლევან კორღალიძეს თბილისის „ლოკომოტივსა“ და „საბურთალოში“ აქვს ნამუშევარი, „ჟენისს“ კი, ყაზახეთის ჩემპიონატში ორი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს.

0.114904