ფეხბურთი

21:38 | 24.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "კარგ კონდიციაში ვარ და ველოდებით მოედანზე გასვლის წამს"

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის პლეი-ოფის ფინალური მატჩისთვის მზადებას აგრძელებს. ვილი სანიოლის გუნდმა დღეს საგურამოს ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა.

ფეხბურთის ფედერაციამ ასევე გაავრცელა ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარი, რომელიც დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ ფინალში თამაშს მოახერხებს.

„რა თქმა უნდა, დადებითი ემოციით ვხვდებით ამ თამაშს, რადგან ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის თამაში გვიწევს, რაც პასუხისიმგებლობაა და დადებითია. ვემზადებით, მოლოდინში ვართ, ველოდებით მოედანზე გასვლის წამს და მაქსიმუმს გავაკეთებთ. ვფიქრობ, კარგ კონდიციაში ვარ, ნაკრებს ჩემს მაქსიმუმს დავახმარ და იმედი მაქვს, რომ გამარჯვებაში დავეხმარები. არ აქვს მნიშვნელობა გოლს ვინ გაიტანს, მთავარია, რომ ვიბრძოლოთ და გავიმარჯვოთ. მოედანზე ძლიერი მოიგებს და იმედი მაქვს, რომ თამაშის დღეს ჩვენ ვიქნებით უფრო ძლიერი. მათ პატივს ვცემთ, ვიცით მათი სიძლიერე, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ვინმეს უხარია ფინალში ამდენი მაყურებლის წინაშე საქართველოში თამაში“, - თქვა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და საბერძნეთის მატჩი 26 მარტს, 21:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში ავტომატურად მოხვდება, სადაც ასევე არიან პორტუგალიის, თურქეთის და ჩეხეთის ნაკრებები.

0.113405