ფეხბურთი

21:10 | 24.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "პორტუგალიაში დაბრუნება? არასოდეს თქვა არასოდეს, ყველგან შემიძლია მუშაობა"

ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მზადაა შეთავაზებები ნებისმიერი გუნდიდან თუ ნაკრებიდან განიხილოს, მათ შორის, სამშობლოში, პორტუგალიაში დაბრუნებაც არ გამორიცხა.

„რომადან“ გათავისუფლება? ამაში უცნაური არაფერია. თუმცა, ძნელი გასაგებია როგორ გაათავისუფლეს მწვრთნელი, რომელმაც გუნდი ზედიზედ ორჯერ ევროტურნირის ფინალში გაიყვანა. ერთადერთი ესაა უცნაური.

ამ ეტაპზე სიახლე არაფერია, გუნდი არ მყავს, თავისუფალი ვარ, მაგრამ მინდა ვიმუშაო. პორტუგალიაში დაბრუნება? არასოდეს თქვა არასოდეს, განსაკუთრებით კი ფეხბურთში. ჩემი ცხოვრება ფეხბურთია და ყველგან შემიძლია მუშაობა, პრობლემა არ მაქვს“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიო „რომადან“ დათხოვნის შემდეგ უმუშევარია.

0.11997