16 წელი, 66 მედალი და 30 ტიტული - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტან ვარლამ ლიპარტელიანს თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს აქტიური სპორტიდან გაცილების ცერემონია მოუწყვეს.
35 წლის ძიუდოისტს თბილისი არენაზე შეკრებილი პუბლიკა დაემშვიდობა. მას კარიერის დასრულება 2021 წლის ოლიმპიადის შემდეგაც სურდა, თუმცა გადაწყვეტილება შეცვალა.
ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატი სამჯერ მოიგო. ასევე სამჯერ დაეუფლა მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალს. მის ანგარიშზე პლანეტის პირველობაზე მოპოვებული სამი ბრინჯაოცაა. სხვა ბევრ ტიტულთან ერთად ვარლამი 2016 წელს რიო დე-ჟანეიროში ოლიმპიურ თამაშებზე ვიცე ჩემპიონი გახდა.
ლიპარტელიანმა ძიუდოს საერთაშორისო და საქართველოს ფედერაციისგან, ასევე კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან სპეციალური პრიზები, სამეფო საჭადრაკო დაფა და დიდების მედალი მიიღო. ოლიმპიურმა კომიტეტმა კი ლეგენდარულ ძიუდოისტს ოლიმპიური ალი გადასცა.
ბოლოს კი ვარლამმა კიმანო ჩაიცვა და გულშემატკივარმა მისი პერფორმანსი იხილა, რომელიც მან თავის სამ სვილთან ერთად შეასრულა.