საბერძნეთის ნაკრები საქართველოს წინააღმდეგ სავარაუდოდ იმ შემადგენლობით ითამაშებს, რომლითაც ნახევარფინალი ჩაატარა.
ბერძნული გამოცემების, Sport24-სა და Gazzetta.gr-ს ცნობით, გუსტავო პოიეტს ძირითად შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის საფუძველი არ აქვს, ამიტომაც, ვარაუდობენ, რომ საბერძნეთი თბილისში პირველი წუთიდან შემდეგი შემადგენლობით ითამაშებს:
(4-3-3): ვლახოდიმოსი (ნოტინგემი); ბალდოკი (შეფილდ იუნაიტედი), მავროპანოსი (ვესტ ჰემი), ჰატციდიაკოსი (კალიარი), ციმიკასი (ლივერპული); ბაკასეტასი (პანათინაიკოსი), კურბელისი (კარაგუმრუკი), მანტალოსი (აეკ); მასურასი (ოლიმპიაკოსი), იოანიდისი (პანათინაიკოსი), პელკასი (ბაშაკშეჰირი).
აქვე ვთქვათ, რომ საბერძნეთის ნაკრები თბილისში დღეს საღამოს ჩამოვა. შეგახსენებთ, საქართველოსა და საბერძნეთის მატჩი 26 მარტს, 21:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება.