ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში „სან ანტონიო“, სადაც სანდრო მამუკკელაშვილი თამაშობს „ფინიქს სანსთან“ 25-ქულიანი სხვაობით, 106:131 დამარცხდა და 18 მარტის შემდეგ, ზედიზედ მესამე წაგება მიითვალა.
აღნიშნულ მატჩში გრეგ პოპოვიჩმა ქართველი კალათბურთელი მცირე დროით ათამაშა. საქარათველოს ნაკრების ფორვარდს 13 მარტის შემდეგ შანსი პირველად მიეცა. მან პარკეტზე 8 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა. სანდრომ 2-დან ერთი სამქულიანი და 5-დან 4 ორქულიანი ჩააგდო.
დროის სიმცირის მიუხედავად, მამუკელაშვილმა კარგი შეხვედრა ჩაატარა და გუნდში მასზე მეტი ქულა მხოლოდ 3-მა კალათბურთელმა ჩააგდო. "სან ანტონიოში" ყველაზე შედეგიანი კი 24:24 წუთში ჩაგდებული 14 ქულით, კელდონ ჯონსონი იყო.
გამარჯვებულთაგან კი დევინ ბუკერი გამოირცა. ამერიკელმა კალათბურთელმა 32 ქულა, 7 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ის ყველაზე ახლოს იყო ორმაგ დუბლთან, ამ შედეგისთვის კი არცერთ კალათბურთელს არ მიუღწევია.
ქართველის გუნდი 15 მოგებითა და 56 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში ბოლო პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას "სან ანტინიო სპურსი" 26 მარტს, კვლავ "ფინიქს სანსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.