ფეხბურთი

10:17 | 24.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბერძენი გულშემატკივრებისთვის 2 300 ბილეთია გამოყოფილი

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

როგორც ბერძნული მედია წერს, ამ შეხვედრისთვის სტუმრებისთვის გამოყოფილია 2 300 ბილეთი. შესაბამისად, მეტოქის მხარემ ხსენებული ბილეთების სრულად რეალიზება თუ მოახერხა, თამაშს 2 ათასზე მეტი ბერძენი გულშემატკივარიც დაესწრება. ბუნებრივია, მათთვის ცალკე სექტორია გამოყოფილი.

შეგახსენებთ, რომ ქართველი გულშემატკივრებისთვის გამოყოფილი ბილეთები 5 საათსა და 35 წუთში გაიყიდა. ბერძნული პრესა ამ ფაქტის შესახებაც წერს, სადაც აღნიშნავენ, რომ ეს ამბავი კარგად მიანიშნებს, თუ როგორი ცხელი ატმოსფერო იქნება „დინამო არენაზე".

საქართველო-საბერძნეთის მატჩი 26 მარტს, 21:00 საათზე გაიმართება.

0.119473