ლიონში, საფრანგეთის ნაკრებმა გერმანიას უმასპინძლა და მარცხი განიცადა. იულიან ნაგელსმანის გუნდმა დიდიე დეშამის ბიჭებს დამსახურებულად აჯობეს.
ანგარიში ძალიან სწრაფად გაიხსნა: მე-7 წამზე ფლორიამ ვირტცმა შორი მანძილიდან ულამაზესი გოლი გაიტანა. ის გერმანიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლის ავტორია, ოღონდ ლუკაშ პოდოლსკისთან ერთად, რომელმაც ასევე მე-7 წამზე გაუტანა 2013 წელს ეკვადორის ნაკრებს. აღსანიშნავია, რომ ვირტცს საგოლე პასი ტონი კროოსმა გაიტანა, ძალიან ეფექტური და ჭკვიანური პასი, ასე რომ, ტონიმ ნაკრებში დაბრუნება შედეგიანი პასით აღნიშნა.
მეორე ტაიმის სტარტზე კაი ჰავერცმა მეორედ დაამწუხრა მსოფლიოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონი და დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა - გერმანიამ 2:0 მოიგო.
საფრანგეთის ნაკრები მომდევნო ამხანაგურ მატჩს 26 მარტს, ჩილეს ნაკრებთან ჩაატარებს, ხოლო იმავე დღეს, გერმანია ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.