ავსტრიის ნაკრების ფეხბურთელმა კრისტოფ ბაუმგარტნერმა სანაკრებო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა.
მან ბრატისლავაში, სლოვაკეთის ნაკრების კარი მატჩის დაწყებიდან 6 წამში დალაშქრა. ბაუმგარტნერმა ლუკაშ პოდოლსკის შედეგი გააუმჯობესა, რომელმაც 2013 წელს ეკვადორის ნაკრების წინააღმდეგ თავი მე-7 წამზე გამოიჩინა.
საინტერესოა, რომ გუშინ, გერმანელმა ფლორიან ვირტცმა საფრანგეთის წინააღმდეგ ასევე მე-7 წამზე გაიტანა.
ავსტრიის ნაკრებმა ფრანჩესკო კალცონას გაწვრთნილი სლოვაკეთი მისსავე მოედანზე 2:0 დაამარცხა.