სუპერლიგის 2 დებიუტანტი შიდა ქართლში შეიკრიბა. ივერიონმა გორში თბილისის რაშს უმასპინძლა და უმნიშვვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 80:72 (სტატისტიკა). დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილი ივერიონი სუპერლიგიდან გასავარდნ ზონასთან ტრიალებს, რაში კი წინა ტურში ბათუმთან მოპოვებულო გამარჯვებით ცხრილში შედარებით მაღლა და შესაბამისად, იმედიანად იყო.
მატჩი მასპინძელთა სოლიდური უპირატესობით დაიწყო და პირველი პერიოდის შემდეგ ივერიონი 14 ქულას იგებდა – 23:9. აქედან დაიწყო რაშის მოთამაშეების ბრძოლა საიმისოდ, რომ მეტოქეს დასწეოდნენ. ბესო ლეჟავამ არაერთი წუთშესვენება აიღო, სათამაშო ტაქტიკა შეცვალა, მაგრამ მწყობრად მოთამაშე მასპინძელთა გატეხა ვერ შეძლო.
თამაში ისე ჩამთავრდა, გორელებს მეტოქე 7 ქულაზე ახლოს არ მიუშვიათ. ივერიონმა მეტად საჭირო გამარჯვება მოიპოვა და ცხრილში სწორედ რაშს გაუთანაბრდა – ორივე გუნდს 6 მოგება და 10 მარცხი აქვს. გამარჯვებულებს გეგი ბაქრაძემ და რიკარდ ლინჩმა ულიდერეს. პირველმა 12 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, ხოლო ლინჩმა თავი 22 ქულას და 5 მოხსნას მოუყარა.
სუპერლიგის მიმდინარე ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა ხვალ, 24 მარტს – გურჯაანსა და ბათუმში გაიმართება. კახური გუნდი გაუ-ს უმასპინძლებს, აჭარაში კი გასავარდნ ზონაში მყოფი გუნდების დიდი ჯახია: ბათუმი რუსთავის წინააღმდეგ.
GBF.GE