ფეხბურთი

23:00 | 23.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიოს შვილმა „ბარსელონას“ მთავარ გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშში რონალდინიოს ვაჟი, ჟოაუ მენდეში (სრულად ჟოაუ მენდეშ დე ასის მორეირა) ჩართო - წერს Marca.

ესპანეთის ჩემპიონატში შესვენების დროს ჩავიმ ახალგაზრდული გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი, მათ შორის ჟოაუ მენდეშიც, მთავარი გუდის ვარჯიშებზე მიიწვია.

19 წლის ნახევარმცველი კატალონიური კლუბის სისტემაში 2023 წლის მარტიდან თამაშობს მარჯვენა გარემარბისა და ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე.

მენდეშმა კარიერა 2018 წელს დაიწყო. 14 წლის ასაკში მან ხელი მოაწერა პირველ პროფესიულ კონტრაქტს „კრუზეირუსთან.“ შეთანხმება 2022 წლის სეზონის ბოლომდე გაფორმდა, რის შემდეგაც ის „ბარსელონაში“ გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113887