ფეხბურთი

22:45 | 23.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

Transfermarkt-მა წარმოადგინა ყველაზე ძვირადღირებული ევროპელი ფეხბურთელების გუნდი

სოციალურ ქსელებში ავტორიტეტულმა ონლაინ პორტალმა Transfermarkt-მა ყველაზე ძვირადღირებული ევროპელი ფეხბურთელების გუნდის სია გამოაქვეყნა. ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ინგლისელმა ფეხბურთელებმა მიიღეს (ნაკრებში ოთხი მოთამაშე მოხვდა). ამ გუნდში ასევე შედის ორი ფრანგი და ორი პორტუგალიელი. თითო გერმანელი, ნორვეგიელი და ხორვატი.

მეკარე: დიოგო კოშტა (45 მილიონი ევრო, პორტუგალია).

მცველები: იოშკო გვარდიოლი (75 მილიონი ევრო, ხორვატია), რუბენ დიაში (80 მილიონი ევრო, პორტუგალია), უილიამ სალიბა (80 მილიონი ევრო, საფრანგეთი), ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (70 მილიონი ევრო, ინგლისი).

ნახევარმცველები: დეკლან რაისი (110 მილიონი ევრო, ინგლისი), ჯუდ ბელინგემი (180 მილიონი ევრო, ინგლისი), ჯამალ მუსიალა (110 მილიონი ევრო, გერმანია).

თავდამსხმელები: კილიან მბაპე (180 მილიონი ევრო, საფრანგეთი), ერლინგ ჰოლანდი (180 მილიონი ევრო, ნორვეგია), ბუკაიო საკა (130 მილიონი ევრო, ინგლისი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121098