ფეხბურთი

20:42 | 23.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონას“ პრეზიდენტი ლაპორტა ჰოლანდით დაინტერესების ჭორებს გამოეხმაურა

„ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კომენტარი გააკეთა ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ ვარსკვლავით ერლინგ ჰოლანდით დაინტერესების შესახებ გავრცელებულ ჭორებზე.

„ჩვენ არ გვჭირდება ასეთი დიდი შენაძენები. ზაფხულში სატრანსფერო ბაზარზე ვიმუშავებთ, მაგრამ დიდ ტრანსფერებს არ ველოდები. ორიენტირებული ვიქნებით გუნდის მოთამაშეებზე. ჩვენი პრიორიტეტია ვენდოთ იმ გუნდს, რომელიც ახლა გვყავს. არ გვინდა ისეთი ფეხბურთელების მოზიდვა, რომლებსაც ჩვენი ჰარმონიის დარღვევა შეეძლებათ", - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Mundo Deportivo.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერლინგ ჰოლანდის წარმომადგენლებმა „ბარსელონას“ სპორტულ დირექტორ დეკუსთან შეხვედრა გამართეს. აღინიშნა, რომ ნორვეგიელი თავდამსხმელის „ბარსელონაში“ ტრანსფერი რთულია, მაგრამ განხორციელებადი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112096