ჩოგბურთი

19:28 | 23.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი მურსიის ჩელენჯერის ფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანეთის ქალაქ მურსიის ჩელენჯერის ფინალში გავიდა. ქართველი ამ ტურნირზე შესანიშნავად გამოდის, სადაც უკვე ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა (2 კვალიფიკაციაში, 4 - ძირითად ბადეში).

ნახევარფინალში ნიკოლოზმა ესპანელი ალბერტ რამოსი საათსა და 26 წუთში, ორსეტიან შეხვედრაში 6:4, 6:2 დაამარცხა. ბასილაშვილი ფლობდა უპირატესობას და შეიძლება ითქვას, რომ მოგება არ გასჭირვებია.

ქართველმა 5 ეისი მიითვალა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა. პირველ სეტში მან ორჯერ მოახერხა ბრეიკის გახერხება, მეორე სეტში კი - სამჯერ. აღსანიშნავია, რომ მეორე სეტს ნიკოლოზი 0:2-ს აგებდა, მაგრამ ზედიზედ 6 გეიმი მოიგო და შეხვედრაშიც გამარჯვება მოიპოვა. ფინალში მისი მეტოქე პორტუგალიელი ენრიკე როშა იქნება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად ATP-ის რეიტინგში 1 086-ე ადგილზეა, მაშინ, როცა 5 წლის წინ მე-16 პოზიციაზე იყო. თუმცა, ამ ტურნირის ფინალში გასვლით მან 500-ზე მეტი საფეხურით დაწინაურება გაინაღდა, ხოლო ტურნირის მოგების შემთხვევაში წინსვლა უფრო დიდი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111166